ფეხბურთი

15:49 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მათეუსი: „არ მგონია, რომ „ბაიერნი“ მთავარ მწვრთნელად ტუხელს დანიშნავს“

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნაკლებად სავარაუდოა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იულიან ნაგელსმანი „ჩელსიდან“ ახლახან გათავისუფლებულმა ტომას ტუხელმა ჩაანაცვლოს.

„მეც გავიგე, თითქოს ნაგელსმანს ტუხელი შეცვლისო, მაგრამ არ მგონია, ნაგელსმანის სკამს საფრთხე ემუქრებოდეს. მას ხომ მიუნხენური კლუბის ისტორიაში მწვრთნელის ყველაზე ძვირადღირებული (25 მილიონი ევრო) ტრანსფერი გაუფორმეს და ისინი ერთად შეეცდებიან მდგომარეობიდან გამოსვლას.“ - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Mundo Deportivo.

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. 7 ტურში მხოლოდ 12 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ბოლო ოთხ მატჩში კი არ გაუმარჯვია.

0.114332