ფეხბურთი

12:37 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ Emirates-თან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

უახლოეს დღეებში მადრიდის „რეალი“ თავის გენერალურ სპონსორთან, ავიაკომპანია Emirates-თან 2026 წლმდე გაახანგრძლივებს კონტრაქტს.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, „რეალი“ წლის განმავლობაში 70 მილიონ ევროს მიიღებს. კიდევ 10 მილიონს შედეგების მიხედვით - წერს Marca.

მხარეებს შორის ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო, თუმცა Emirates „სამეფო კლუბის“ გენერალური სპონსორი 2013 წელს გახდა.

„რეალმა“ ჩინებულად დაიწყო მიმდინარე პრიმერა დივიზიონის სეზონი. ექვსიდან ექვსივე თამაში მოიგო და მაქსიმალური 18 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.

0.116092