ფეხბურთი

11:54 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატები შეადარა

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ერთმანეთს ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატები შეადარა. მოგეხსენებათ, ადრე ის მიუნხენის „ბაიერნში“ და დორტმუნდის „ბორუსიაში“ თამაშობდა.

„ბუნდესლიგაში ძირითად აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე აკეთებენ, ესპანეთში კი ბევრი გუნდი ფეხბურთს თამაშობს. ასე ვხედავ ვითარებას დღეს. მაგრამ არ გამოვრიცხავ, მომავალში ხედვა შემეცვალოს. ჩვენ ხომ ბევრ ისეთ გუნდთან მოგვიწევს თამაში, რომლებიც დაცვით სტილს ანიჭებენ უპირატესობას.

სხვა მხრივ, „ბარსელონას“ დიდი პოტენციალი აქვს და ეს არის სწორედ ის ჰაერი, რომელიც განვითარებისა და წინსვლის ხალისს მაძლევს.“ - ციტირებს პოლონელი ფორვარდის სიტყვებს Przeglad Sportowy.

0.11747