„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ლისაბონის „ბენფიკას“ შემტევის, გონსალო რამოსის შეძენა სურს. კონტრაქტის ღირებულება 28,5 მილიონი ევროა - გვამცნობს The Sun.
წყაროს ინფორმაციით, ანტონი მარსიალისა და მარკუს რაშფორდის ტრავმების შემდეგ, მანკუნიანელებს შეტევის ხაზზე მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ დარჩათ.
21 წლის რამოსი „ბენფიკაში“ 2013 წლიდან თამაშობს. ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტის ვადა მას 2026 წლის ზაფხულში ეწურება.