ფეხბურთი

10:52 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იანვარში „ბარსელონამ,“ შესაძლოა, კონტრაქტი შესთავაზოს მარკო ასენსიოს

მადრიდის „რეალის“ ესპანელი გარემარბი, მარკო ასენსიო, იანვარში, შესაძლოა, „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდეს - გვამცნობს Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, კატალონიელები ყურადღებით აკვირდებიან ასენსიოს „სამეფო კლუბთან“ არსებული კონტრაქტის სიტუაციას. მადრიდელებთან მის ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა ახალი კონტრაქტი ჯერ არ შეუთავაზებიათ. მისი ახალი აგენტი, ჟორჟე მენდეში კი კარგ დამოკიდებულებაშია კატალონიელებთან.

„ბარსელონა“ სავარაუდოდ ასენსიოს თაობაზე„რეალს“ უკვე იანვარში მიმართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111362