მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგმა მცველმა, ბენჟამინ პავარმა, ჟურნალისტებს მისი კლუბში დარჩენის შესახებ უამბო.
„სეზონის წინ გაურკვევლობაში ვიყავი. აგენტმა ჩემს მიმართ რამდენიმე სერიოზული კლუბის ინტერესის შესახემ მაცნობა. მაგრამ შევხვდი მთავარ მწვრთნელს, ვისაუბრეთ. მითხრა, რომ ახალ სეზონში ჩემი იმედი აქვს. ამის შემდეგ ყოველგვარი ეჭვი გაქრა.“ - ციტირებს ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის სიტყვებს Telefoot.
წყაროს ინფორმაციით, პავარის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს,“ „ჩელსის,“ მადრიდის „ატლეტიკოს“ და „იუვენტუსს“ სურდათ.
პავარი „ბაიერნში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა „შტუტგარტიდან.“