ფეხბურთი

22:55 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიაში მიმდინარე ტურნირზე, რიგის თასზე, პირველი მატჩი გამართა და ლიეტუვა 6:3 დაამარცხა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი ტაიმი სიმი საიოტის დუბლით და ირაკლი თოდუას გოლით 3:2 მოიგო. შესვენების შემდეგ, საიოტიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი, ვილიანის და შოთა თოფურიას ანგარიშზეა.

რიგაში მიმდინარე ტურნირის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 20 სექტემბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

რიგის თასის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.

NAKREBI.GE

0.11461