ფეხბურთი

21:39 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მედია: "საზონოვს საქართველოში თამაში გადაწყვეტილი ჰქონდა, როცა რუსეთის ნაკრებშიც მიიწვიეს"

მოსკოვის „დინამოს“ 20 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთის 21-წლამდე ნაკრებშიც მიიწვიეს.

შედეგად, რუსეთში მის არჩევანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც Championat.com-ი წერს, რუსეთის საფეხბურთო კავშირი საზონოვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამდე დაუკავშირდა და მოითხოვა პასპორტის მონაცემები და სხვა საბუთები. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში რეალურ გამოძახებამდე საქმე არ მისულა. საზონოვი დიდ ხანი ელოდა რუსული მხარის აქტიურ მოქმედებას და თავიდან არც აპირებდა უარი ეთქვა რუსეთის ნაკრებზე, მაგრამ შემდეგ ფეხბურთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაუკავშირდა, რომელმაც ბევრად იაქტიურა და მიიწვიეს საქართველოს ნაკრებში, აუხსნეს მას პერსპექტივები და გეგმები. შედეგად, საზონოვი საქართველოდან შეთავაზებას დათანხმდა. იმ დროისთვის, როცა ის რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში თამაში.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს რუსი მამა და ქართველი დედა ჰყავს. მიმდინარე სეზონში მან რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის „დინამოს“ მაისურით 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

0.120155