ფეხბურთი

16:00 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. შეთანხმება დიდი ხნის მიღწეული იყო, მაგრამ ინფორმაცია ოფიციალურად ახლახან დადასტურდა.

ქართველი მეკარე „ღამურების“ ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს. არაოფიციალური ცნობით, მისი გამოსასყიდი ფასი 100 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

„ამბობენ, რომ მეკარეები გიჟები არიან, მაგრამ „ვალენსიაში“ თავს ძალიან საღ გონებაზე ვგრძნობ. ამბობენ, რომ მეკარეები მარტო თამაშობენ, მაგრამ აქ ჩემს უკან ოჯახს ვხედავ. ამბობენ, რომ შორეული ქვეყნიდან თუ ჩამოხვალ, დამკვიდრება გაგიჭირდება, მაგრამ ეს კლუბი უკვე ჩემი ნაწილი გახდა. ამბობენ, რომ მეკარე განსხვავებულად თამაშობს, თუმცა განსხვავებული „მესტალიაზე“ თამაშია. მე გიორგი მამარდაშვილი ვარ და „მესტალია“ ჩემი სახლია“, - თქვა ქართველმა კიპერმა.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ 2021 წელს მეორე გუნდში სათამაშოდ შეუერთდა, მაგრამ პირველ გუნდში მიღებული შანსი გამოიყენა და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოახერხა.

21 წლის კარის დარაჯმა ვალენსიელთა კარი დღემდე 27 შეხვედრაში დაიცვა და 12-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გარდა ამისა, არაერთხელ გამოირჩა დამაჯერებელი თამაშით და გასულ სეზონში სამჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ორჯერ კი ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

0.152576