ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძე მე-11 მაეგაშირა კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა.
ტოჩინოშინმა მეტოქეს უვატენაგეს ილეთით აჯობა და კარიერაში მეხუთედ დაამარცხა (მე-5 ბრძოლიდან).
ტოჩინოშინს 4 მოგება და 5 წაგება აქვს, შესაბამისად, უარყოფითი ბალანსი გააჩნია. ქართველი სუმოისტი ხვალ სადანოუიმის შეხვდება, რომელსაც 11 ბრძოლიდან 7 მოუგო.