ფეხბურთი

10:20 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ფეხბურთელი: "კვარაცხელია ფენომენია და მას ყოველთვის ერთ რაღაცას ვეუბნები"

„ნაპოლის“ მცველმა ჟუან ჟესუსმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის თამაშისგან სიამოვნებას იღებს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს ყოველთვის ერთ რჩევას აძლევს:

„კვარა ფენომენია, რომელიც მოედანზე სიამოვნებას იღებს. მე მას ვეუბნები, რომ სიამოვნების მიღება გააგრძელოს, დრიბლინგი ყოველთვის გააკეთოს, რადგან ეს მისი თვისებებია და თუ ასე გააგრძელებს, ძალიან კარგად ითამაშებს“, - თქვა ჟუან ჟესუსმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველი ნახევარმცველის აქტივში ყველა ტურნირზე 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 1 ოქტომბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

ახლა, სანაკრებო პაუზა დაიწყო და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებების წინააღმდეგ.

0.125267