თურქეთის სუპერლიგაში „ანკარაგიუჯუს“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ გოლი გაიტანა.
მეშვიდე ტურში ანკარელებმა შინ „სივასპორი“ 2:1 დაამარცხეს და მეორე წუთზე ანგარიში სწორედ ბერიძემ გახსნა, რომელმაც ძალიან ტექნიკურად ითამაშა და ეფექტური გოლი გაიტანა. 44-ე წუთზე მასპინძლებმა სხვაობა გაზარდეს და გიორგის ამ გოლშიც დიდი წვლილი აქვს, რადგან შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და ლი სოვემ ცარიელ კარში დაამატა.
ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ექვს მატჩში 3 გოლი დაუგროვდა, ხოლო „ანკარაგიუჯუმ“ პირველად მოიგო და 4 ქულით მე-16 პოზიციაზეა.