ფეხბურთი

22:45 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ლიდერთან ჩამორჩენა ერთადერთ ქულამდე შეამცირა

„დინამო თბილისმა“ „დინამო ბათუმის“ მორიგი მარცხით ისარგებლა და ჩამორჩენა ერთადერთ ქულამდე შეამცირა. დედაქალაქურმა კლუბმა „გაგრა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, თუმცა რაც მთავარი იყო, 3 ქულა მოიპოვა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში ანზორ მექვაბიშვილის საჯარიმო დარტყმით გატანილმა ეფექტურმა გოლმა გადაწყვიტა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, რომელსაც დროებით მისი ასისტენტი გიორგი დეკანოსიძე ხელმძღვანელობს, 1:0 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ თბილისურმა კლუბმა ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო. „დინამო თბილისს“ 59 ქულა აქვს და როგორც ვთქვით, „დინამო ბათუმთან“ ჩამორჩენა მხოლოდ ერთი ქულაა. მომდევნო ტურში თბილისელები ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდებიან. „გაგრა“ 25 ქულით მეცხრე ადგილზეა და წინ „დილასთან“ დაპირისპირება ელოდება.

ტურის კიდევ ერთი მატჩი „თელავში“ გაიმართა, სადაც „საბურთალომ“ იოლად, 3:0 მოიგო და მნიშვნელოვანი ქულები მიითვალა. „საბურთალო“ 37 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 29 ქულით მეშვიდეა და „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

„თელავი“ – „საბურთალო“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 გოჩოლეიშვილი (24), 0:2 გულიაშვილი (47), 0:3 შ. ნონიკაშვილი (78)

„გაგრა“ – „დინამო თბილისი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მექვაბიშვილი (50)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111582