კალათბურთი

21:37 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრებმა ევრობასკეტზე მესამე ადგილი დაიკავა

გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. გორდონ ჰერბერტის გუნდმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტურნირის მთავარი სენსაციის შემოქმედი პოლონეთი საკმაოდ იოლად, 82:69 დაამარცხა.

გერმანიამ პირველი ტაიმი 13-ქულიანი უპირატესობით მოიგო და მართალია, პოლონელებმა მესამე მეოთხედის კარგად ჩატარების ხარჯზე სიტუაცია დაძაბეს, მაგრამ ბოლო პერიოდში მასპინძლები ძალიან კარგად გაისარჯნენ და გამარჯვება მოიპოვეს.

გერმანიის ნაკრებში საუკეთესო დენის შრიოდერი იყო 26 ქულით, 14 ქულა მიითვალა იოჰანეს ვოიტმანმა, ხოლო დანიელ თეისმა საკუთარ გუნდს 9 ქულა შესძინა. პოლონელთაგან მიხალ სოკოლოვსკი იყო 18 ქულით გამორჩეული, 12 ქულა ჰქონდა იაკუბ გაბრაშს, ხოლო ეი ჯეი სლოთერი 10 ქულით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი დღეს დასრულდება და ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

გერმანია - პოლონეთი 82:69 (19:14, 17:9, 18:26, 28:20)

0.13494