ძიუდო

21:05 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყეს, სადაც აზერბაიჯანის ნაკრებს იოლად, 4:1 მოუგეს, ნახევარფინალში კი საფრანგეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 3:4 წააგეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწია, სადაც უკრაინას 4:3 სძლია და მესამე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურად საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

0.123172