ჩოგბურთი

3:25 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის ბოლო თამაშზე ბილეთის ფასი 60 ათას სტერლინგს აღწევს

მას შემდეგ, რაც როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ თავის კარიერას ამთავრებს, ლონდონის ლეივერის თასზე, სადაც ლეგენდარული შვეიცარიელი თავის ბოლო შეხვედრას გამართვს, ბილეთების ფასმა 60 ათას გირვანქა სტერლინგს მიაღწია.

დიდი სლემის ტურნირების ოცგზის ჩემპიონის პენსიაზე გასვლა, მიმდინარე სპორტული წლის მთავარი მოვლენა გახდა. მისი წასვლა, ასაკის, ტრავმების და ხანგრძლივი უქმეობის გამო, მოსალოდნელი იყო. მაგრამ ამ ამბავმა მაინც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ფედერერის მიერ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთ საათში, ტურნირის ბილეთებზე რიგი დადგა. ტრიბუნის იმ ნაწილში, რომელიც კორტთან ყველაზე ახლოსაა, ბილეთების ფასი გადამყიდველებში სწრაფად ასცდა 20 ათასს, მალე კი 60 ათასსაც კი მიღწია.

აღნიშნულ ტურნირს ჩოგბურთის რაიდერის თასსაც (გოლფის პრესტიჟული ტურნირია) უწოდებენ ხოლმე. ის უფრო საჩვენებელი ტურნირია, ვიდრე ჩვეულებრივი. მასში ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავები თამაშობენ.

ფედერერის წასვლის გამოცხადების გარეშეც, ლეივერის თასმა წელს დიდი ინტერესი გამოიწვია. შვეიცარიელის გარდა, მასში რაფაელ ნადალი, ენდი მარი და ნოვაკ ჯოკოვიჩიც ითამაშებენ. ისინი ევროპის გუნდში ითამაშებენ.

ეს იქნება ფედერერის გამოსამშვიდობებელი ტურნირი და ფანებს კორტზე მისი ხილვის საშუალება ექნებათ. ფედერერმა თქვა, რომ ჩოგბურთის თამაშს კვლავაც გააგრძელებს, მაგრამ ეს არ იქნება არც დიდი სლემის და არც ATP-ს ტურის ტურნირები. როგორც ჩანს, ის საჩვენებელ შეჯიბრებზე იასპარეზებს.

მას შექმნილი აქვს საქველმოქმედო ფონდი „როჯერ ფედერერ ფაუნდეიშენ“, რომელიც საჩვენებელი ტურნირების მეშვეობით შეგროვილ ფულს, აფრიკელი ბავშვების განათლების საქმეს ახმარს.

0.123118