მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ბუნდესლიგის მე-7 ტურში „აუგსბურგთან“ მარცხის შემდეგ (0:1), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სერიოზული დაფიქრება და ყველაფრის გაანალიზება მმართებს. პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე - მეც, ფეხბურთელებმაც და ხელმძღვანელობამაც. ერთად უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Bild.
„ბაიერნმა“ 2020 წლის თებერვლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო გერმანიის ჩემპიონატში გატანა. ამჟამად რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის ცხრილში 12 ქულით მე-4 ადგილზეა.