21:24 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როისმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს

ბუნდესლიგის მე-7 ტურის მატჩში „შალკეს“ წინააღმდეგ (0:1), დორტმუნდის „ბორუსიის“ კაპიტანი, მარკო როისი დაშავდა და შეაძლოა, ყატარის მუნდიალზე ვერ ითამაშოს.

ტრავმა როისმა 32-ე წუთზე მიიღო, როცა უხერხულად დაეცა მინდორზე და ტერფი დაიზიანა. ის მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს.

ექიმების აზრით, თუ მარკოს მყესები დაუზიანდა, მაშინ ქირურგიული ჩარევა დასჭირდება და ამ შემთხვევაში ის მომავალ მსოფლიო ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში როისმა შვიდ მატჩში 2 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი მონაგარი ორ მატჩში 1 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.

0.11473