ძიუდო

20:18 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს სამი მედალი მოიპოვა, საიდანაც ერთი ოქროა.

ოქროს მედალი +100 კგ წონით კატეგორიაში შალვა გურეშიძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში თურქი მუნირ ერთუგი დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა. ამავე წონაში ბრინჯაოს დაეუფლა უჩა ტაბატაძე, რომელმაც მედლისთვის შეხვედრაში კარლ ტურკი დაამარცხა.

ასევე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა 100 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ჯაფარიძემ, რომელმაც ნიდერლანდელ სილვან ბულტჰუისს დამატებით დროში მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ მანამდე ვერცხლის მედალი ალეკო კასრაძემ მოიპოვა, ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

0.097936