ფეხბურთი

18:35 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "სამგურალი" დაამარცხა და ევროზონაში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურში წყალტუბოში დაიწყო, სადაც „სამგურალმა“ უშუალო კონკურენტ გორის „დილას“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.

„სამგურალმა“ მესამე წრე ძალიან ცუდად ჩაატარა და „დინამო ბათუმთან“ გამარჯვებას თუ არ ჩავთვლით, დადებითი თითქმის არაფერი უჩვენებია. ამჯერადაც, „დილასთან“ იმერული გუნდი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და გორელებმა ჰაჯი დრამეს, ალეფ სანტოსისა და ჟან ვიქტორის გოლებით იოლად მოიგეს - 3:0.

შედეგად, „დილამ“ 42 ქულა დააგროვა და სწორედ „სამგურალს“ გაუტოლდა. ისინი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. წყალტუბოელები მომდევნო ტურში თბილისის „საბურთალოს“ შეხვდებიან, ხოლო გორელები „გაგრას“ დაუპირისპირდებიან.

„სამგურალი“ – „დილა“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 დრამე (32), 0:2 სანტოსი (42), 0:3 ვიქტორი (85)

0.111091