ფეხბურთი

18:05 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ჩვენი თამაში ტექნიკურ ფეხბურთელებზეა აგებული"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი არ გაუკეთებია. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი და „მილანი“ მსგავსი სტილით თამაშობენ, თუმცა იტალიის ჩემპიონს ამ თამაშის წინ გარკვეული უპირატესობები აქვს.

„ჩვენც და "მილანსაც" ბალანსის დაცვა უჭირს, რაც თამაშის მოგების დიდი სურვილითაა განპირობებული. "როსონერი" როგორც კი მეტოქის ნახევარზე დიდ სივრცეებს დაინახავს, მაშინვე ცდილობს მის გამოყენებას და შეტევაზე გადადის. შემადგენლობა? თამაშის წინა დღეს ამაზე ვერ ვისაუბრებ. ალბათ, „მილანს“, როგორც იტალიის ჩემპიონს, ჩვენთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. „ნაპოლის“ თამაში დაფუძნებულია ტექნიკურ მოთამაშეებზე, რომლებიც კომპაქტურად თამაშობენ. ამ კუთხით, „მილანს“ ვგავართ. გრძელვადიან პერსპექტივაში გზა რთულია, ამ დროისთვის, რაც გავაკეთეთ, კმაყოფილები ვართ, მაგრამ სწორი მიდგომაა საჭირო, რადგან ფეხბურთში ერთი ეპიზოდიც საკმარისია მატჩის ისტორიისა და გუნდის ქცევის შესაცვლელად, მითუმეტეს, ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, როგორიც ჩვენ გვყავს.

პენალტისტი? ეს თამაშიდან თამაშამდე წყდება. არ ვიცი, დაარტყამს თუ არა, ისევ ზელინსკი, უნდა ვთქვათ, რომ მან „რეინჯერსთან“ პირველი პენალტი კარგად დაარტყა, უბრალოდ მეკარე ძალიან კარგი იყო. ვნახოთ, ვინ იქნება, მაგალითად, „სპეციასთან“ ჩვენი პირველი პენალტისი პოლიტანო იყო, მეორე ელმასი“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100732