სხვა

13:36 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მესამე ბრძოლა მოიგო (+VIDEO)

აკი ბაშოზე ტოჩინოშინმა სამმარცხიანი სერია დაასრულა. ქართველი სუმოისტი მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს შეხვდა და ჰიკიოტოშის ილეთით იმარჯვა.

ჩვენებურმა მეტოქეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აჯობა, შეტაკებისთანავე ჯერ მეტოქის მოგერიება სცადა, შემდეგ კი უკან დაიხია და 28 წლის იაპონელი დოჰიოზე დაეცა.

ეს წყვილის მე-4 დაპირისპირება იყო, ტოჩის კი ურთიერთშეხვედრებში უკვე საგრძნობი უპირატესობა აქვს - 3 მოგება და მხოლოდ 1 მარცხო.

ამრიგად, სექტემბრის ბაშოზე ქართველ გოლიათს 3 გამარჯვების საპირისპიროდ, 4 მარცხი აქვს. მას დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი 8 ორთაბრძოლიდან 5-ის მოგება მართებს. ლევანის ხვალინდელი მეტოქე კი მიშიკიფიჯი იქნება, რომელიც კარგ ფორმაშია (5:2). გორგაძე მას აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრია და მისი დამარცხება შეძლო.

0.111951