ჭიდაობა

20:20 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: მირიან მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ასპარეზობა სამმა ქართველმა დაიწყო, საიდანაც მედლის შანსი მხოლოდ ერთ მათგანს აქვს.

92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ იაპონელი სოჰსუკე ტაკატანი 2:1 და ყაზახი ადილეტ დავლუმბაიევი 12:2 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ კამრან გასემპურთან 0:5 წააგო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა საკვალიფიკაციო შეხვედრაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ლევან მეტრეველი 6:0 დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში იაპონელი ტიშიჰირო ჰასეგავასთან 2:8 წააგო, რომელიც თავის მხრივ ფინალში ვერ გავიდა და ქართველიც რეპეშაჟს მიღმა აღმოჩნდა.

74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სულავას პირველივე შეხვედრაში იტალიელ ფრანკ ჩამიზოსთან დაპირისპირება მოუწია და 8:14 დამარცხდა, თავის მხრივ ჩამიზომ ნახევარფინალში წააგო, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედლის შანსი სულავამ დაკარგა.

0.12663