ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
გამოცდილმა სპეციალისტმა პოლონეთსა და ბელგიასთან სათამაშოდ არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:
მეკარეები: იასპერ სილესენი (ნაიმეგენი), მარკ ფლეკენი (ფრაიბურგი), ანდრიეს ნოპერტი (ჰერენვენი), რემკო პასვეერი (აიაქსი)
მცველები: ნათან აკე (მანჩესტერ სიტი), დელეი ბლინდი (აიაქსი), დენზელ დუმფრისი (ინტერი), ტირელ მალასია (მანჩესტერი), მატაის დე ლიხტი (ბაიერნი), ბრუნო მარტინს ინდი (ალკმაარი), დევინ რენში (აიაქსი), ჟურიენ ტიმბერი (აიაქსი), სტეფან დე ვრეი (ინტერი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული)
ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), დევი კლაასენი (აიაქსი), ტეუნ კუპმაინერსი (ატალანტა), მარტენ დე რუნი (ატალანტა), კენეტ ტეილორი (აიაქსი)
თავდამსხმელები: სტივენ ბერგუისი (აიაქსი), სტივენ ბერგვაინი (აიაქსი), კოდი გაკპო (პსვ), ვინსენ იანსენი (ანტვერპენი), მემფის დეპაი (ბარსელონა), ვოუთ ვერგოსტი (ბეშიქთაში)
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები ერთა ლიგაზე პოლონეთისა და ბელგიის ნაკრებებს, შესაბამისად, 22 და 25 სექტემბერს დაუპირისპირდება.