ჩოგბურთი

10:29 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ფედერერს: "ვისურვებდი, რომ ეს სევდიანი დღე არ დამდგარიყო"

რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა კარიერის დასრულების შემდეგ. როგორც ესპანელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, მისთვის ფედერერთან მეტოქეობა და მეგობრობა დიდი პატივი იყო.

„ძვირფასო როჯერ, ჩემო მეგობარო და მეტოქევ. ვისურვებდი, რომ ეს დღე არ დამდგარიყო. ეს სევდიანი დღეა პირადად ჩემთვის და მთელი სპორტული სამყაროსთვის. ეს იყო სიამოვნება, მაგრამ ასევე პატივი და პრივილეგია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი გზები იკვეთებოდა, ამდენი საოცარი მომენტი გვქონდა კორტზე და მის ფარგლებს მიღმა. მომავალში ერთად კიდევ მრავალ მომენტს გავიზიარებთ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს ერთად გასაკეთებელი, ეს ვიცით.

ახლა გულწრფელად გისურვებ ბედნიერებას შენს მეუღლესთან. შვილებთან, ოჯახთან ერთად და დატკბი იმით, რაც წინ გელოდება. შევხვდებით ლონდონში Laver Cup-ზე“, - დაწერა ნადალმა სოციალურ ქსელში.

0.12357