ფეხბურთი

11:04 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ერთა ლიგის დასკვნითი ორი მატჩისთვის, რომელშიც „მამლები“ ავსტრიასა და დანიას შეხვდებიან, შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი), მაიკ მენიო (მილანი), ალფონს არეოლა (ნიუკასლი)

მცველები: სალიბა (არსენალი), კლოსი (მარსელი), ტეო ერნანდესი (მილანი), ჟულ კუნდე (ბარსელონა), ფერლან მენდი (რეალი), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი), რაფაელ ვარანი (მანჩესტერი)

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), ორელინ ჩუამენი (რეალი), მატეო გენდუზი (მარსელი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), იუსუფ ფოფანა (მონაკო)

თავდამსხმელები: ოლივიე ჟირუ (მილანი), უსმან დემბელე (ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კოლო მუანი (აინტრახტი)

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ ორი ქულა აქვს მოპოვებული და „სტად დე ფრანსზე“ ორივე მატჩი წააგო (დანიასა და ხორვატიასთან), ხოლო სტუმრად ხორვატიასა და ავსტრიასთან თითო ქულა მოიპოვა.

0.119861