ფეხბურთი

21:42 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "პოგბა თუ მანამდე ფორმაში არ იქნება, მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოვიძახებ"

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა სავარაუდოდ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. როგორც საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა თქვა, თუ მუნდიალამდე პოგბა ფორმაში არ იქნება, მას არ გამოიძახებს.

„თუ მანამდე არ ითამაშებს და კარგ ფორმაში არ იქნება, აზრი არ აქვს მის გამოძახებას, თვითონაც არ უნდა“, - თქვა დეშამმა.

პოლ პოგბა ტრავმირებულია და ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა. მისი საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე პრაქტიკულად გამორიცხულია, ამრიგად, ფრანგ ნახევარმცველს საფრანგეთის ნაკრების განაცხადშიც მოხვედრა გაუჭირდება.

0.106225