ჭიდაობა

20:25 | 15.09.2022 | ნანახია 2247 - ჯერ

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის პირველი საშეჯიბრო დღის შედეგად, საქართველოს 2 ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.

125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა ინდოელი დინეშ დინეში (4:0) და ამერიკელი ნიკოლას ზილმერი 9:4 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში მონღოლ ლხაგვაგერელ მუნხტურთან 2:4 წააგო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟის გამარჯვებულს გაეჯიბრება. ამრიგად, სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი ამჯერად ოქროსთვის ვერ იბრძოლებს.

ასევე მაქსიმუმ ბრინჯაოთი მოუწევს დაკმაყოფილება კიდევ ერთ მსოფლიოს ჩემპიონ ზურაბ იაკობიშვილს, რომელმაც 70 კგ წონით კატეგორიაში მონღოლი ტემუულენ ენხტუია 2:1 და თურქი სერვეტ ჩოსკუნი 2:0 დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში ამერიკელ ზაინ ალენ რეტერფორდთან ვერაფერი გააწყო (0:7) და მასაც ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟის გამარჯვებულთან დაპირისპირება მოუწევს.

უმედლოდ დარჩა 79 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე, რომელმაც ჩინელი შენგსონ ქსია 11:0 დაამარცხა, თუმცა შემდეგ ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ალი ფაშა უმარფაშაევთან 0:11 დამარცხდა და ვინაიდან მისი მეტოქე ფინალში ვერ გავიდა, რეპეშაჟის შანსი დაკარგა.

86 კგ წონით კატეგორიაში ტარზან მაისურაძე ინდოელი სანჟეტ სანჟეტისა (4:4) და აზერბაიჯანელი აბუბქარ აბარაკოვის (3:1) ძლევის შედეგად მეოთხედფინალამდე მივიდა, მაგრამ იქ სლოვაკ ბორის მაკოევთან 5:6 დამარცხდა. ფინალში სლოვაკი ვერ გავიდა და ქართველმა მედლის შანსი დაკარგა.

აქვე გეტყვით, რომ თავისუფალ ჭიდაობაში 18 სექტემბრამდე მედლებისთვის კიდევ 6 ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:37 | 07.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ყველაფერზე ფედერაციის დადანაშაულება არასწორია

02:00 | 17.09.2022
O. Mertskhali (8101)

ეს, საერთოდ რასაც აღწევს, ისიც გასაკვირია, იმ გაშტერების მერე..

20:41 | 16.09.2022
bedena (96)

ახლო მომავალში ასეთი შედეგიც სანატრებელი გვექნება , როცა სპორტში ასეთი დოზით პოლიტიკა შეიჭრება. კარგი დრო დაგვჭირდება ამ ჭაობიდან ამოსასვლელად.

15:18 | 16.09.2022
luka08 (622)

როდის ვერ ვაკეთებთ საპრიზოს თანაც ? როცა რუსეთი ვერ მონაწილეობს . გენოს შემთხვევაში რუსების არყოფნას არა აქვს დიდი მნიშვნელობა , მაგრამ დანარჩენ ყველა წონაში ხომ უდავო ფავორიტები არიან . და მაინც , ხდება ის , რაც ხდება . ვინ დამაჯერებს , რომ სათანადოდ მომზადებულ გენოს ეს მონღოლი ხორცის გროვა მოუგებს . ცხონებული ნუგზარ სხიერელის მერე , კაცი არ გამოჩნდა ამ ბიჭების მიმხედავი .

11:37 | 16.09.2022
zura54 (108)

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ, კერძოდ მისმა პრეზიდენტმა გეგეშიძემ ზურაბ დათუნაიშვილი აიძულა დაეტოვებინა ქვეყანა, მას შემდეგ ზურამ ყველაფერი მოიგო რაც კი მოსაგები იყო მათ შორის წელს მფოფლიოც.
რაც შეეხება ნაკრები გუნდის ხელმძღვანელობას მათ წარმოდგენა არა აქვთ სპორტის იმ სახეობაზე რასაც სათავეში უდგანან.

15:12 | 16.09.2022
luka08 (622)

ორჯერ მოიგო სერბრთის სახელით მსოფლიო . ეს მეორედ იყო .

10:44 | 16.09.2022
თენგაბი (950)

ვეთანხმები luka08-ს, სანამ განადგურებულა ჩვენთან სპორტის ეს სახეობა, მანამ შევცვალოთ რაღაცეები.

21:20 | 15.09.2022
luka08 (622)

დაიქცა საქართველოში ჭიდაობა , ჩამოგვენგრა თავზე ყველაფერი . ფედერაციიან-მწვრთნელიანად შესაცვლელია ყველა , სანამ კიდევ შეიძლება რაიმეს ეშველოს .

0.137812