ფეხბურთი

17:25 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა პარუნაშვილი "საბურთალოში" დაბრუნდა

“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ლაშა პარუნაშვილი, რომელიც ბოლოს დანიის “ეისბერგის ღირსებას იცავდა, ამიერიდან “საბურთალოს” მაისურას მოირგებს – კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე შედგა. პარუნაშვილი თბილისური კლუბის ვარჯიშზე პირველად ხვალ გამოცხადდება.

ამპლუით ნახევარმცველი 2016 წლიდან დანიური კლუბის ღირსებას იცავდა, იყო 19 და 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი. 29 წლის ნახევარმცველი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი.

კარიერის განმავლობაში ლაშას 269 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და საერთო ჯამში მინდორზე 20.035 წუთი აქვს გატარებული.

გურამ გოშთელიანის, ბექა ქურდაძისა და გიორგი ჯინჯოლავას შემდეგ, პარუნაშვილი მეოთხე საბურთალოელია, რომელიც თავის ყოფილ კლუბს დაუბრუნდა.

0.11137