ფეხბურთი

15:19 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიამ სამსოფლიოჩემპიონატო სათამაშო ფორმა წარადგინა

პორტუგალიის ნაკრებმა ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომლითაც ყატარის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

ფერები ტრადიციული მუქი წითელ-მწვანე გახლავთ და ის ქვეყნის დროშის ფერების იდენტურია. დროშა კი მთელ პორტუგალიას წარმოადგენს - წერს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

გასვლითი ფორმა კი თეთრია და ასევე პორტუგალიის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ჰორიზონტალური ზოლი გასდევს.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელთა მეტოქეები განის, ურუგვაისა და სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდები იქნებიან.

0.114954