ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, „რეინჯერსის“ მეკარემ, ალან მაკგრეგორმა „ნაპოლის“ წინააღმდეგ ორი პენალტი მოიგერია, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა - 0:3.
ეს 40 წლის მეკარისთვის ტურნირში „რეინჯერსის“ მაისურით უკვე მესამე ათწლეულში ნათამაშევი მატჩი გახლდათ.
ჩემპიონთა ლიგაში მისი დებიუტი 2007 წელს შედგა. მეორე ათწლეულში 2010 წელს ითამაშა, მესამეში კი გასულ ოთხშაბათს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია