ფეხბურთი

12:39 | 15.09.2022 | ნანახია 1144 - ჯერ

მბაპეს მორიგი რეკორდი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ჰაიფას „მაკაბის“ წინააღმდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, კილიან მბაპემ გოლი გაიტანა და ამგვარად კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

Stats Foot-ის ინფორმაციით, მბაპე პირველი ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ექვს მატჩში გაიტანა. ამ შეხვედრებში 23 წლის მბაპემ 8-ჯერ გამოიჩინა თავი.

პარიზულ კლუბთან მის კონტრქატს ვადა 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122841
სარეკლამო ადგილი - 99
X x X