10:16 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ: „გვინდოდა „ჩვენი“ თამაშით მოგვეგო და ეს შევძელით“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ზაგრების „დინამოსთან“ გამარჯვების შემდეგ (3:1), „მილანის“ თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, ჟურნალისტებს უთხრა რომ მის გუნდს წლევანდელ ტურნირში წარმატებით თამაში სურს.

„ეს არ იყო იოლი მატჩი. გვინდოდა „ჩვენი“ თამაშით მოგვეგო და ეს შევძელით. ცოტა ზუსტნი რომ ვყოფილიყავით, მეტ გოლს გავიტანდით. ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო ტურნირია და გვინდა წარმატებით ვითამაშოთ, მინიმუმ ჯგუფიდან გავიდეთ.“- ციტირებს ფრანგი ფორვარდის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.119216