ფეხბურთი

15:59 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "გუნდი კარგად მუშაობს და მომავალი ტურებისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი"

იტალიური „კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩზე (1:1) კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქულა იყო და მომავალი ტურების წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

„ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ქულაა, რადგან ქულების მოპოვება ყველაზე მნიშვნელოვანია. ცხადია, ჩვენთვის ასეთ ძლიერ გუნდთან ქულის მოიპოვება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ სატურნირო ცხრილში ლიდერია, დიდი სიამაყეა. გარდა ამისა, გასვლითი თამაში იყო, რომელიც ჩვენი მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვდა. ბერგამოში მოპოვებული ქულით კმაყოფილი ვართ.

ცხადია, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაცვაში კარგი თამაში და მჯერა, რომ მთელი ის სამუშაო, რასაც ვარჯიშზე ვაკეთებთ, მატჩებში უკეთ თამაშს გვაიძულებს. გუნდის ყველა წევრი შესანიშნავად მუშაობს და ამიტომ მომავალი ტურებისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - თქვა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა, „კრემონეზეს“ კი 6 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ლაციოს“ უმასპინძლებს.

0.104259