ფეხბურთი

14:27 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "კარიერას დავასრულებ ჩემზე ძლიერ მოთამაშეს რომ ვნახავ, მაგრამ ჯერ ვერ ვნახე"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ჯერ კარიერის დასრულებას არ აპირებს. როგორც შვედმა აღნიშნა, მასზე ძლიერი ფეხბურთელი ირგვლივ არ არის, ამიტომაც, ვერ ხედავს მიზანს, რომ ფეხბურთიდან წავიდეს.

„ამპარტავანი ვარ, ნულოვანი შიში მაქვს. კარგად ვარ, ყოველდღე ვმუშაობ, რომ დავბრუნდე. ახლა მოთმინებაა საჭირო, ესაა მთავარი. კარიერის დასრულება? თუ ჩემზე ძლიერ ფეხბურთელს ვნახავ, გავჩერდები, მაგრამ ჯერ არ მინახავს.

„მილანი“ ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან. მთლიანობაში უკეთესი გუნდი ვართ, ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის შედეგად გავძლიერდით და ახლა სათადარიგო სკამზე უფრო მეტი ალტერნატივა გვაქვს. გუნდი რომ აღარ მომწონდეს, აქ არ ვიქნებოდი“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია და მოედანზე 2023 წლამდე ვერ დაბრუნდება.

0.122237