სხვა

2:50 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუა ფიურისთან 3 დეკემბერს შეხვედრაზე თანახმაა

როგორც ჩანს, მძიმე წონაში დიდი ბრიტანული ჯახი მაინც შედგება - ენტონი ჯოშუამ გამოაცხადა, რომ ეთანხმება პირობებს, რომლებიც WBC-ს ჩემპიონ ტაისონ ფიურის ბანაკმა შესთავაზა. ამ პირობების შესაბამისად, ბრძოლა, რომელზეც ფიური თავის საჩემპიონო სარტყელს გამოიტანს, 3 დეკემბერს გაიმართება.

ჯოშუას „258 მენეჯმენტი“ და პრომოუტერი „მატჩრუმ ბოქსინგი“ აცხადებენ, რომ ფიურის გუნდთან, მათი ყველა შეთავაზება მიიღეს, მაგრამ ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთის გარდაცვალების გამო, მოლაპარაკება დროებით შეაჩერეს. ამაზე ფიურის პრომოუტერმა ფრენკ უორენმა უპასუხა, რომ კონტრაქტი მალე მზად იქნება.

მსოფლიოს აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა (WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ვერსიებით), 32 წლის ჯოშუამ ახლახანს მეორე მარცხიც იწვნია უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკისგან.

ფიურიმ აპრილში განაცხადა, რომ კრივიდან მიდის, მაგრამ ჯერაც უძლეველმა მძიმეწონოსანმა ჯოშუას ბრძოლა მაინც შესთავაზა. ჯოშუასთვის ეს შანსია, რომლის გამოყენბაზეც ის უარს არაფრით იტყვის. ფიურის დამარცხების შემთხვევაში, მას უსიკთან კიდევ ერთხელ შეხვედრის შანსი მიეცემა. თავად უსიკსაც ფიურისთან ბრძოლა სურს, რათა ყველა პრესტიჟული საკრივო გაერთიანების სარტყელებს ერთი მფლობელი ჰყავდეს.

0.112418