ძიუდო

10:27 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურიც. ისიც სათქმელია, რომ საქართველო 90 და 100 კგ წონით კატეგორიებში ორ-ორი ძიუდოისტით გამოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 6-13 ოქტომბერს, ტაშკენტში გაიმართება.

0.106643