კალათბურთი

1:25 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ იანისის საბერძნეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

სერბეთის შემდეგ ევროპის ჩემპიონატს კიდევ ერთი ფავორიტი, საბერძნეთი გამოეთიშა. ამრიგად, ნიკოლა იოკიჩს იანის ანტეტოკუნმპოც შეუერთდა და ევრობასკეტი დატოვა.

საბერძნეთის ნაკრები ბერლინში მასპინძელ გერმანიას დაუპირისპირდა და 96:107 დამარცხდა. დიმიტრის იტუდისის გუნდმა ტაიმი 4-ქულიანი უპირატესობით კი მოიგო, მაგრამ მესამე პერიოდი გერმანელებმა ფანტასტიკურად ჩაატარეს! მასპინძლებმა ეს ათწუთეული 26:10 მოიგეს და თამაშიც ბედიც სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რადგან საბერძნეთმა ბოლო მეოთხედში ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ შეძლო.

გერმანია ანგარიშგასაწევი ძალა რომ იყო, ნათელი გახლდათ, მაგრამ ახლა ტურნირის მთავარ ფავორიტებში უნდა ჩაიწეროს. გერმანიის ნაკრებს დენის შრიოდერმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, 10 ქულა ჰქონდა ანდრეას ობსტს, 19 ფრანც ვაგნერს, 13 დანიელ ტეისს და 10 იოჰანეს ტიმანს. საბერძნეთის ნაკრებში იანისმა 30 წუთში 31 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. იანულის ლარენცაკისს 18 ქულა ჰქონდა, ტაილერ დორსის 13, სხვა მოთამაშეები კი 10-ქულიან ზღვარს ვერ გადასცნდენ.

ამრიგად, გერმანია ნახევარფინალშია, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დანარჩენი ორი მეოთხედფინალური მატჩი კი 14 სექტემბერსაა დაგეგმილი: საფრანგეთი - იტალია და სლოვენია - პოლონეთი.

გერმანია - საბერძნეთი 107:96 (31:27, 26:34, 26:10, 24:25)

0.064658