ფეხბურთი

0:38 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "კვარას დიდებული ტექნიკა აქვს, მაგრამ დაცვაში თავგანწირვაც საჭიროა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „რეინჯერსთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი შეაქო ტექნიკური თვისებების გამო.

თუმცა, იტალიელი კვარასგან დაცვით ფაზაში უკეთეს თამაშს ელოდება და ამის შესახებ მან Sky Sport-ის ეთერში განაცხადა.

„კვარა არის ფეხბურთელი, რომელსაც დიდებული ტექნიკა და შესანიშნავი ხარისხი აქვს. ის ერთ-ერთია, რომლის დარტყმული ბურთი ყოველთვის კარის კუთხეში მიდის, მაგრამ ჩვენს ლიგაში დაცვით ფაზაში თამაშიც საჭიროა. ხვალინდელ მატჩში რთული იქნება ლამაზად თამაში. ასე რომ, მან დაცვით ფაზაში თავგანწირვით უნდა ითამაშოს, რათა ჩვენი მცველი ყოველთვის მარტო არ დატოვოს ორი მეტოქის წინააღმდეგ, რადგან „რეინჯერსს“ ფლანგზე ორი ძალიან სწრაფი და შემტევი მოთამაშეები ჰყავს“, - აღნიშნა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეინჯერსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.113031