ჭიდაობა

22:35 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველოს ნაკრების ორი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. საქართველოსთვის ბოლო მედლის მოპოვების შანსი იაკობ ქაჯაიას (130 კგ) ჰქონდა, მაგრამ ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ქაჯაიამ (130 კგ) ფინელი კონსტა მაეენპაეაე 8:0 დაამარცხა, მეორე წრეში კი ამინ მირზაზადესთან განიცადა მარცხი, ირანელი ფინალში გავიდა და ქაჯაია რეპეშაჟში გადავიდა, სადაც აზერბაიჯანელი საბაჰ შარიათი 5:3 კი დაამარცხა, მაგრამ მედლისთვის შეხვედრაში ლიეტუველ მანტას კნიასტაუტასთან 1:3 წააგო.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ვერცხლის მედლით მეექვსე ადგილზე დაასრულა, რომლებიც ნუგზარ წურწუმიასა და ლერი აბულაძის ანგარიშზეა.

0.123622