ჭიდაობა

22:03 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სერბეთში გაემგზავრა

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, თავისუფალი ჭიდაობის დღეები 15 სექტემბრიდან დაიწყება და 18 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს სახელით იჭიდავებენ:

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი (ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)

61 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი (ევროპის 2021 წლის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის)

65 კგ - ბექა ლომთაძე (მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი და 2016 წლის ფინალისტი. ევროპის 4-გზის და ევროპული თამაშების პრიზიორი)

70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი (მსოფლიოს 2017 წლის და ევროპის მოქმედი ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის პრიზიორი)

74 კგ - გიორგი სულავა (ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)

79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე (ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)

86 კგ - ტარზან მაისურაძე (ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2014) და ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი)

92 კგ - მირიან მაისურაძე (ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)

97 კგ - გივი მაჭარაშვილი (2019 წლის ევროპული თამაშების ფინალისტი. ევროპის (2017) და მსოფლიოს (2018) ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის)

125 კგ - გენო პეტრიაშვილი - (მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის (2020) და ბრინჯაოს (2016) პრიზიორი. ევროპული თამაშების (2015), მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 6-გზის პრიზიორი)

0.10582