იტალიურ „მონცას“ მთავარი მწვრთნელი შეუცვალეს. სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანიმ წარუმატებელი შედეგების გამო ჯოვანი სტრიპა გაათავისუფლეს და მის ნაცვლად გუნდი რაფაელე პალადინოს ჩააბარეს.
პალადინო „მონცას“ ახალგაზრდულ გუნდს 2019 წლიდან ავარჯიშებდა, ახლა კი მთავარი გუნდი მიანდეს. ახალგაზრდა სპეციალისტს ასეთ დონეზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს. მისი დებიუტი კვირას, „იუვენტუსთან“ შედგება, სადაც რაფაელეს ფეხბურთელობისას ნათამაშები აქვს.
რაც შეეხება ჯოვანი სტროპას, მან „მონცა“ სერია A-ში გადაიყვანა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ლომბარდიელებმა ექვს ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს.