ფეხბურთი

19:04 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გაზრდილი ხელფასით და გამოსასყიდი თანხით მამარდაშვილი "ვალენსიასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილს კონტრაქტს უახლოეს ხანებში გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ Marca იტყობინება.

წყაროს თანახმად, „ვალენსიამ“ საბოლოოდ მოაგვარა ფინანსური ფეარ პლეის პრობლემა და ყველაფერი მზადაა ქართველ მეკარესთან ახალ კონტრაქტს ხელი მოეწეროს.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, მამარდაშვილის ხელფასი 10-ჯერ გაიზრდება, გამოსასყიდი თანხა კი 5-ჯერ, 20 მილიონი ევროდან 100 მილიონ ევრომდე. ქართველი „ლოს ჩეს“ ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ხუთივე მატჩში ითამაშა, 5 გოლი გაუშვა, 16 სეივი შეასრულა და დარტყმების 76.2% მოიგერია, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.

0.121202