კალათბურთი

17:22 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თორნიკე შენგელიამ "ვირტუსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიაში“ დარჩა და ისევ იტალიურ კლუბში ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც „ბოლონიას“ ვებგვერდი იტყობინება, შენგელიამ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა, ერთი წლით განახლების ოფციით.

მოგეხსენებათ, თორნიკე ამჟამად ტრავმირებულია და მოედანზე სავარაუდოდ ნოემბერში დაბრუნდება.

თორნიკე შენგელია „ვირტუსს“ მიმდინარე წლის გაზაფხულს შეუერთდა და გუნდთან ერთად ევროთასი მოიგო, შედეგად, ახალ სეზონში ევროლიგაზე ითამაშებს.

0.111954