„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ლოთარ მათეუსის აზრით, მიუნხენურ კლუბს მიმდინარე სეზონში ლიდერები არ ჰყავს, ამიტომაც თამაშობს არასტაბილურად.
„დღევანდელ „ბაიერნს“ ძალიან ნიჭიერი შემსრულებლები ჰყავს, მაგრამ როცა საქმე ცუდად მიდის, ლიდერები ვერ ჩნდებიან. ვერავინ იღებს თამაშს საკუთარ თავზე. ფეხბურთელები ერთმანეთის ზურგსუკან იმალებიან და პრობლემის გადაჭრას პარტნიორს ანდობენ.“ - ციტირებს ლეგენდარული გერმანელის სიტყვებს Sport Bild.
დღეს, 13 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში „ბაიერნი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.