უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობ პეიჯმა, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციასთან ხელშეკრულება ოთხი წლით გაახანგრძლივა - გვამცნობს ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
48 წლის სპეციალისტის ძველ კონტრაქტს ვადა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეწურებოდა. ახლა კი ეროვნულ გუნდს (Cymru) ევრო 2024-სა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც მოამზადებს.
პეიჯმა უელსის მთავარი გუნდი 2020 წელს ჩაიბარა და ფანტასტიკურ შედეგს მიაღწია, 64 წლის შემდეგ „დრაკონები“ კვლავ მოახვედრა მუნდიალზე.