ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო ალტობელიმ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. როგორც მან თქვა, მისი მოედანზე შეჩერება უფრო ძნელია, ვიდრე სახელისა და გვარის წარმოთქმა.
„კვარაცხელია? ჩვენ ვსაუბრობთ წარმოუდგენელ ფეხბურთელზე. მისი შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა. ამ მატჩებში მან განსხვავება აჩვენა.
ვფიქრობ, რომ „მილანი“ „ნაპოლისთან“ რაფაელ ლეაოს არყოფნით უფრო დაზარალდება. ლეაოს დანაკლისი პიოლისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე ოსიმენის სპალეტისთვის, რადგან საგოლე მოქმედებს „მილანში“ პორტუგალიელი იწყებს“, - თქვა ალტობელიმ.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ალტობელი „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ რიგებში თამაშობდა, 1982 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ფინალში გერმანიასთან გოლიც გაიტანა.