ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და „იუვენტუსის“ გულშემატკივარმა მასიმო ჯილეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გამო „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა შეაქო. როგორც მან აღნიშნა, ქართველ ფეხბურთელს არ იცნობდა, მაგრამ ფაქტია, რომ კრისტიანო ჯუნტოლიმ დიდებული ტრანსფერი გააკეთა.
„ნაპოლიმ“ ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, ძველი დროიდან, კვარაცხელიას ვგულისხმობ. ის საქართველოდან მოვიდა, სერია A-სგან სრულიად განსხვავებული ჩემპიონატიდან, თუმცა მაშინვე მოახერხა თამაშებში განსხვავების შექმნა. კრისტიანო ჯუნტოლი შექებას იმსახურებს.
„ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ წარუმატებელი ტრანსფერი ყველას გაუკეთებია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება გააკეთა. კვარაცხელიაზე ვფიქრობ ხოლმე, სად იპოვეს? არ ვიცოდი ეს ფეხბურთელი და ნეაპოლელებმა მის ტრანსფერზე ფენომენალურად იმუშავეს“, - თქვა ჯილეტიმ.