ფეხბურთი

0:14 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ბაიერნთან" მატჩის შედეგი არაფერს შეცვლის, დასკვნებს ვერ გავაკეთებთ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩზე კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი მზადაა საბრძოლველად და მიუნხენში გამარჯვება მათთვის დიდი შედეგი იქნება.

„ამ მატჩის შედეგი არაფერს ცვლის. მოვიგებთ, წავაგებთ თუ ფრეს ვითამაშებთ - ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტანთ ერთი თამაშიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და დიდი მიღწევა იქნება აქ გამარჯვება. ცხრა თვეა ერთად ვმუშაობთ და ვიცით, რომ ბრძოლა შეგვიძლია, გვაქვს განცდა, რომ შეგვიძლია ამ სტადიონზე მოგება, სადაც არასდროს მოგვიგია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ თამაშს.

ლევანდოვსკი ძალიან მოტივირებულია, ვფიქრობ, მისთვის განსაკუთრებული საღმო იქნება, უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ხასიათი და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან გავიმარჯვოთ“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ „ბაიერნთან“ ბოლო ოთხი მატჩი წაგებული აქვს, ზოგადად კი ჩემპიონთა ლიგაზე გერმანული გუნდის წინააღმდეგ ძალიან უარყოფითი სტატისტიკა გააჩნია - 2 მოგება, 1 ფრე, 8 წაგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111653