ფეხბურთი

23:40 | 12.09.2022 | ნანახია 2447 - ჯერ

"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა "რეინჯერსთან": კვარაცხელია ძირითადში იქნება

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება და ქართველი შემტევი იტალიური მედიის ცნობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ნეაპოლელთა სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა; ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი; პოლიტანო, სიმეონე, კვარაცხელია.

როგორც ნეაპოლური გამოცემები წერენ, სპალეტის საბოლოო არჩევანი ჯერ პოლიტანო-ლოზანოს, ოლივერა-მარიო რუისა და სიმეონე-რასპადორის შორის არ გაუკეთებია. დანარჩენი 8 ფეხბურთელი „აიბროქსზე“ ნამდვილად სასტარტოში იქნება.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გარდაცვალების გამო შეხვედრა 14 სექტემბერს შედგება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.068601
2447